გიორგი ვაშაძე - ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართული საუბარი არის დანაშაული, რომელსაც ქართველი ხალხი არ შეეგუება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს შორის გამართული საუბარი არის დანაშაული, რომელსაც ქართველი ხალხი არ შეეგუება.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ჩანაწერი ადასტურებს, რომ ხელისუფლება რუსეთთან ფარულად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

"გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც პირდაპირ მტკიცდება, რომ ჩვენს ზურგს უკან არსებობს თურმე ფორმატები, რომელზეც რუსეთის ფედერაციასთან ფარულად საუბრობს "ქართული ოცნება". თურმე არსებობს ფორმატი და ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ, რა ფორმატშიც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ესაუბრებიან საქართველოს მხრიდან ოფიციალური წარმომადგენლები. ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ არასდროს გვსმენია მსგავსი ფორმატის შესახებ, უფრო მეტიც, რუსეთის მხრიდან ამ ჩანაწერში არის მოთხოვნა, რომ რეგულარული სახე მიიღოს ამ ტიპის ფორმატმა, რომელსაც არანაირი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია არ აქვს. ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ოფიციალურად გაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან, "ქართული ოცნება" დღენიადაგ საუბრობს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. როცა მალავ და ამას ზურგს უკან აკეთებ, ეს ცალსახა დანაშაულის მამტკიცებელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს სატრანსპორტო კომუნიკაციები და ფარული საუბრები, დიდი ალბათობით, გამოიყენება მათ შორის, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის, ახალი არხებისა თუ ახალი მექანიზმების გახსნისთვის. რაც ყველაზე ცუდია, "ქართულ ოცნებას" ძალიან შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქართველ ხალხს მოგვმართავს მთელი დასავლეთი, მათ განასხვავეს "ქართული ოცნება" და ქართველი ხალხი, ყველა ხედავს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა, უკრაინის ღირსეული მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, 24 თებერვალს უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მეტი, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ის, რაც ხდება ქართველი ხალხის ზურგს უკან. ის, რაც ჩვენს ზურგს უკან ხდება, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულს ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ შევეგუებით. ასე, რომ 24 თებერვალს, უკრაინისთვის, ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, ჩვენი გმირების მხარდაჭერისთვის გელოდებით 19:00 საათზე, რუსთაველზე, რომ ყველამ ერთად ვაჩვენოთ, რა არის რეალურად ქართველი ხალხის ნება", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აბაშიძე-კარასინის საუბარი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ზურაბ აბაშიძე მას განუმარტავს, რომ ზემო ლარსის მიმართულებით პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა