ზურა ჯაფარიძე - 24 თებერვალს უნდა დავანახოთ უკრაინელებს, რომ არ ვართ ის ხალხი, ვინც იმ ფონზე, როცა უკრაინაში რუსეთი ბავშვებს ხოცავს, მტერს მეგობრულად და ჯიგრულად ველაპარაკებით

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის შეფასებით, 24 თებერვალს დაანონსებულ შეკრებაზე ქართულმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ უკრაინის გვერდით დგას.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, აბაშიძე-კარასინის საუბარი არის ამაზრზენი.

"24 თებერვალს პირველ რიგში, უნდა დავანახოთ უკრაინელებს, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც ამ ფონზე, როცა უკრაინაში რუსეთი ხოცავს ბავშვებს, რუსეთს ასეთ ტონალობაში მეგობრულად და ჯიგრულად ველაპარაკებით. ეს არის ამაზრზენი, ეს არის გასაკეთებელი 24 თებერვალს. პირველ რიგში, უნდა დავანახოთ უკრაინელებს და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოს, მათ შორის საკუთარ თავსაც დავუმტკიცოთ, რომ ეს არ არის ბუნებრივი და ნორმალური მდგომარეობა იმ ხალხისთვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ასე არ გვზრდიდნენ ჩვენ. ამიტომ, ყველა შევიკრიბოთ 24 თებერვალს, რუსთაველზე, პარლამენტის წინ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, ზურაბ აბაშიძის განცხადება, რომ ჩანაწერში არაფერი "სასკანდალო არ არის", რუსული მესიჯბოქსის ნაწილია. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რუსეთთან ასეთ ტონალობაში საუბარი მიუღებელია.

"ხალხს აჯერებენ, რომ რუსეთთან ასეთი ლაპარაკი "მოსულა", ეს ჩვეულებრივი ამბავია და რა პრობლემაა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, აბაშიძე-კარასინის საუბარი Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა. გამოქვეყნებულ ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ზურაბ აბაშიძე მას განუმარტავს, რომ ზემო ლარსის მიმართულებით პარალელური მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი ორჯერ მოისმინა და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მიხვდა. მისივე თქმით, როცა ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ერთმანეთს ყოველთვის უკავშირდებიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა