გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში, საერთაშორისო ასპარეზზე ველოდები კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს - ამაში ჩართულია პერსონალურად პრეზიდენტი ზელენსკი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ პოზიციის შეცვლას აიძულებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამაში, მისი ინფორმაციით, პირადად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია ჩართული.

მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში. მგონი, ყველა სპეკულაცია ამ საკითხზე უნდა დასრულდეს. დანაშაულებრივი იყო გუშინ იუსტიციის მინისტრის განცხადება თავისივე შემოგდებულ საკითხებზე, რეანიმაციის თემებით სპეკულირება. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ, უახლოეს მომავალში, საერთაშორისო ასპარეზზე ველოდები ძალიან კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს როგორც ევროპის მხრიდან, ასევე აშშ-ის მხრიდან. როგორც ვიცი, ამაში პირდაპირ ჩართულია პერსონალურად პრეზიდენტი ზელენსკი და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები იქნება, რომელიც ვფიქრობ, რომ აიძულებს „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და მაქსიმალურად აქტიურები იმისთვის, რომ დავიხსნათ მისი სიცოცხლე.

„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს რაც შეიძლება მალე გამოასალმოს სიცოცხლეს მიხეილ სააკაშვილი. მინდა „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს და იმ ადამიანებს, ვინც ამ დანაშაულებს ასრულებენ პოლიტიკური ლიდერების დავალებით, მოვუწოდო, რომ ეიფორიაში ნუ ჩავარდებით, ნუ გგონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის წამება და არაადამიანურ მდგომარეობაში ყოფნა ვინმეს შერჩება. მომიტანოს სასამართლო სისტემამ რომელიმე შემთხვევა, როცა ამაზე უფრო მძიმე მდგომარეობა იყო, როცა სასჯელის გადავადება მოხდა. როგორც ვიკვლევდი, ამაზე მძიმე შემთხვევები ვერ აღმოვაჩინე. უბრალოდ პროცესი იწელება და უნდათ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას“, - განაცხადა ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა