NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბეა

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არის აღნიშნული, რომელიც პირისპირ გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველად NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში, ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა.

ამასთან, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის არ სახელდება.

უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? - ეროვნულ დონეზე გამოკითხვის შედეგები შემდეგია: ფასების ზრდა - 39%, სამუშაო ადგილები - 38%, სიღარიბე - 30%, ტერიტორიული მთლიანობა - 25%, პენსიები - 24%.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, განათლების დაბალი ხარისხი, სწავლის მაღალი საფასური და მასწავლებლების/ ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია განათლების სფეროს მთავარ გამოწვევებად დასახელდა.

მათივე ცნობით, განათლების ხარისხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად თბილისელები, ქალები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, დასაქმებულები და ოპოზიციის მხარდამჭერები წუხან.

კითხვაზე: რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხვის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: განათლების დაბალი ხარისხი- 37%, უნივერსიტეტებში სწავლის მაღალი საფასური -20%, მასწავლებლების/ლექტორების დაბალი ხელფასები - 19%.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ