კელი დეგნანი - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს საჭირო სამედიცინო მომსახურებას - რაც გუშინ ვნახეთ, სერიოზული მდგომარეობაა და შეშფოთებული ვართ

სერიოზული მდგომარეობაა, როგორც ჩვენ ვნახეთ გუშინ. ჩემი ხელისუფლება და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება.

„სერიოზული მდგომარეობაა, როგორც ჩვენ ვნახეთ გუშინ. ჩემი ხელისუფლება და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს და შეშფოთებულები ვართ. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება. ეს არის ის, რაზეც ყველა ჩვენგანი ვფოკუსირდებით - პირველ რიგში, რომ გვესმოდეს, რა არის მისი დიაგნოზი და რა სჭირდება და შემდეგ, იმაზე, რომ ხელისუფლება აწვდის მას ამ მომსახურებას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხისთვის თვალყურის მიდევნებას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე