NDI - საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს - მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს

საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ არის აღნიშნული, რომელიც პირისპირ გამოკითხვის მეთოდით 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. უფრო კონკრეტულად, თბილისში მცხოვრებლები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უფრო მეტად ამბობენ, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით ახლა ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს. NDI-ს საზოგადოების აზრი გაყოფილია იმის შესახებ, თუ ვისი ბრალია ფასების ზრდა.

„პასუხები განსხვავდება პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით: ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა მთავრობას ადანაშაულებს, ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უმრავლესობა - მთავრობის კონტროლს მიღმა არსებულ ფაქტორებს”, - ნათქვამია კვლევაში.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობიდან ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია.

მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს. თუმცა, ამავე კვლევის თანახმად, ყოველი მესამე ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით საჭმელსა და წამლებზე ნაკლებს ხარჯავს.

გასულ წელთან შედარებით ნაკლებს ხარჯავს საჭმელზე გამოკითხულთა 77%; შეზღუდულად ყიდულობს ტანსაცმელს 74%; ფულის დაზოგვის მიზნით ნაკლებს დადის მანქანით 34%;

ყოველი მეორე ამბობს, რომ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა. სოფლის მოსახლეობის, ასევე 55+ ასაკის მოქალაქეების უმრავლესობამ გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა.

უფრო კონკრეტულად, გასულ წელთან შედარებით ელექტროენერგიას შეზღუდულად მოიხმარს გამოკითხულთა 53%; ნაკლებს ხარჯავს ჯანდაცვაზე და წამლებზე 35%; ნაკლებს ხარჯავს საჭმელზე - 32%“,- ნათქვამია კვლევაში.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, ფინანსური სირთულეების გამო, მოსახლეობის უმრავლესობამ დასვენებისა და შოპინგის ხარჯები შეამცირა.

ამავე კვლევის მიხედვით, უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთვიურად 3000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა. თუმცა, ამავე კვლევის თანახმად, თბილისელები, ახალგაზრდები, უმაღლესი განათლების მქონე და დასაქმებული ადამიანები უფრო მეტად ამბობენ, რომ კომფორტულად ცხოვრებისთვის თვეში 3000 ლარზე მეტი სჭირდებათ.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა