ირაკლი მელაშვილი - თუკი ფასი შეიძლება გახდეს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე კარის ჩაკეტვა, „ოცნება“ ელექტორატის იმ ნაწილს დაკარგავს, რომელსაც ამ ფასად სააკაშვილის კადრების ყურება არ უღირს - ეს „ქართული ოცნების“ შეცდომა იქნება

სააკაშვილისადმი „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა მოსწონს „ოცნების“ ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პიარ-სტრატეგიაში სიტყვა ჰუმანიზმის ადგილი აღარ რჩება, „ოცნებას“ ეშინია, რომ ამან შესაძლოა დააკარგვინოს საკუთარი ამომრჩეველი, - ამის შესახებ ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, სამწუხაროა, რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება.

მელაშვილის განმარტებით, აღნიშნული პრობლემა სახელმწიფოს აქვს მოსაგვარებელი.

„სააკაშვილის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ - „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“, დღეს არის „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა“ მის მიმართ, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა. იუსტიციის მინისტრის გამოსვლა რომ ვნახე, მასში თანაგრძნობის ელემენტიც კი არ იყო. ჩემი აზრით, საქმე იმაშია, რომ ეს „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა მოსწონს მოსახლეობის და „ოცნების“ ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პიარ სტრატეგიაში სიტყვა ჰუმანიზმის ადგილი აღარ რჩება, რადგან „ოცნებას“ ეშინია, რომ ამან შესაძლოა დააკარგვინოს საკუთარი ამომრჩეველი. „ქართული ოცნება“ თავიდან ბოლომდე დაეყრდნო იმ ამომრჩეველს, რომელიც ყველაზე სასტიკი შურისძიების მომხრეა სააკაშვილთან მიმართებით.

ის პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილის მომხრეებს უკავიათ, ის აღიზიანებს მეორე მხარეს, რადგან სააკაშვილის მხარდამჭერები ლაპარაკობენ არა ჰუმანიზმზე, არამედ მის უდანაშაულობაზე. დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ამ ფაქტორს ეწირება ძალიან ბევრი რაღაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, და ამას საფრთხეს ექმნება. ელექტორალური ბმები რომ ვნახოთ, ის, ვინც მიშას წინააღმდეგ არის აგრესიული და ანტიჰუმანური მოპყრობის მომხრე, დაახლოებით, ის ელექტორალურად ეხება იმას, ვინც რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა. ვფიქრობ, რომ ძირითადად „ოცნება“ რასაც აკეთებს, ეს არის შიდა ელექტორალური გამაგრება იმ პოზიციის, რასაც მისი ამომრჩეველი ჰქვია. ახლა ყველაფერი ამისთვის კეთდება, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არის ის ხალხი არის შეკრებილი, რომელსაც არც პოლიტიკური წარსული აქვს და ბიძინას გარეშე - არც პოლიტიკური მომავალი. მათ არ შეუქმნიათ პოლიტიკა და თავისი ელექტორალური ბაზა არასდროს გააჩნდათ. ახლა ცდილობენ, რომ ეს ელექტორალური ბაზა შექმნან, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულ შეცდომას უშვებენ. მათი დასაყრდენი არის ის ნაწილი, ვისაც მიშას მობრუნების ეშინია. ამავე დროს, თუკი ფასი შეიძლება გახდეს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე კარის ჩაკეტვა, „ოცნება“ იმ ელექტორატის ნაწილს დაკარგავს, რომელსაც ამ ფასად არ უღირს სააკაშვილის ამ კადრების ყურება. ვფიქრობ, რომ ეს „ქართული ოცნების“ შეცდომა იქნება“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა