რატი იონათამიშვილი - ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება

76 % თითქოს, კვლევის თანახმად, მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ განწყობას და პოზიციას გამოხატავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება - ოპოზიციას პულსი აღარ ესინჯება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც NDI- ის კვლევას გამოეხმაურა.

კითხვაზე: წინა კვლევებისგან განსხვავებით ახლა რატომ ენდობა NDI-ის კვლევას, იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ „პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს, შეუძლებელია ინტერპრეტირებული იყოს“.

„გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და თავს დაცულად გრძნობს, მათ შორის, გამოკითხულთა 25 პროცენტი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და 76 პროცენტი, კვლევის თანახმად, თითქოს მხარს არ უჭერს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამ განწყობას და ამ პოზიციას გამოხატავს. რაც შეეხება სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მთავარი ახლა არის ამ პრობლემების გადაჭრა და ერთ - ერთი ყველაზე პროგრესული ნაბიჯი იყო ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და გააუმჯობესებს ამ საკითხებს. ასევე ის, რომ საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის პასუხი ამ საკითხების გადაჭრის და არა ის თვითდაზიანების პოლიტიკა, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს. პროგრესი რაც ამ თვალსაზრისით ქვეყანას აქვს, შეუძლებელია ინტერპრეტირებული იყოს და სხვაგვარი კუთხით გამოვლინდეს.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, საზოგადოებამ კარგად იცის, ის, ვინც ზრუნავს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც მათ აწუხებთ, არის „ქართული ოცნება“, ოპოზიცია კი ამ პრობლემების გამწვავებაზეა ორიენტირებული და ამის შედეგია ის, რომ მათ უკვე ფაქტობრივად, პულსიც აღარ ესინჯებათ და ძალიან დიდი ტემპით კარგავენ ამომრჩეველს და მხარდამჭერებს,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

NDI-ის კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს. კითხვაზე, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, 61 პროცენტი ამბობს, რომ არა, 31 პროცენტი - დიახ, 6 პროცენტი - არ ვიცი, ხოლო უარი პასუხზე 3 პროცენტმა დააფიქსირა.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო