საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედმა კონფერენციამ ახალ თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად აირჩია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული 30-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები ერთიანდებიან, თავმჯდომარეობის კანდიდატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ წარუდგინა.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. თავის მხრივ, პროფესორმა დავით გურგენიძემ კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სამოქმედო გეგმა გააცნო.

„რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია მნიშვნელოვანი ფორმატია რიგი საკითხების განსახილველად, რომელიც უმაღლესი განათლების სფეროშია თავმოყრილი. რექტორთა მსგავსი გაერთიანებები არაერთი წელია მოქმედებს ევროპულ ქვეყნებში და წარმატებით მუშაობს საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროში არსებულ ახალ გამოწვევებზე. კონფერენციაზე, კოლეგებთან ერთად, წამოვწევთ და ვიმსჯელებთ მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ისეთზე, როგორიცაა უნივერსიტეტთაშორისი კომუნიკაციის გაღრმავება, საუკეთესო დასავლური პრაქტიკების გაზიარება, ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციებსა და ქარტიებში გაწევრიანება, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მხრივ არსებული შესაძლებლობების აქტიურად გამოყენება და რაც მთავარია, ვიმსჯელებთ განათლებისა და მეცნიერების დარგში წარმატებით მიმდინარე რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესებში აღნიშნული საკითხების საუკეთესო ფორმით ინტეგრირების შესახებ“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.

სტუ-ს ცნობით, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელიც ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის - „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს იზიარებს, 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. ეს ერთგვარი პლატფორმაა, სადაც საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და თავიანთ პოზიციებს აჯერებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა