მარკეტა გრეგოროვა - არ არსებობს დიდი კონსპირაცია, თითქოს ჩვენ გვიხდის „ნაციონალური მოძრაობა“ ან ძალას გვატანს სააკაშვილი, ეს აბსურდია - ჩვენ გვადარდებს სააკაშვილის საკითხი, რადგან ის პოლიტიზირებულია, ადამიანი კვდება საპატიმროში

არ არსებობს დიდი კონსპირაცია, თითქოს ჩვენ გვიხდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან თითქოს ძალას გვატანს სააკაშვილი - ეს აბსურდია. ჩვენ გვადარდებს ეს საკითხი და უნდა გვადარდებდეს, რადგან ეს პოლიტიზირებული საკითხია, ადამიანი კვდება საპატიმროში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება შეაჩეროს არა მხოლოდ იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე, რომელსაც ის იგებს სააკაშვილის საპატიმროში დატოვებით, არამედ იმაზეც, თუ რას კარგავს ამ პროცესში, რადგან გრეგოროვას თქმით, სააკაშვილის საკითხი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ახლა ევროპარლამენტში დებატებისას განიხილება პოლიტიკური პატიმრის ბედი და არა მაგალითად კანდიდატის სტატუსი.

„ძვირფასო კოლეგებო და ძვირფასო ქართველებო, ვინც მისმენთ - საქართველოს წინ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. ევროკომისია განიხილავს 12-პუნქტიან რეკომენდაციას და იმას თუ რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება მათ შესრულებას. გზის დასასრულს კანდიდატის სტატუსიც კი შეიძლება ელოდოს საქართველოს. თუმცა ჩვენ უკვე ვიცით, რომ არსებობს მიმდინარე საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივესალმებით საკანონმდებლო მცდელობას, რომელიც მიმართულია ოლიგარქიზაციასთან გასამკლავებლად, ჩვენ ასევე გვესმის მესიჯები საქართველოს ხელისუფლებისგან იმასთან დაკავშირებით თუ რომელ პერსონას შეეხება აღნიშნული კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ კანონმდებლობა არ გადაწყვეტს პრობლემას.

კიდევ ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, არის პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და შედეგად საზოგადოებაში. არ არის არანაირი ნიშნები იმისა, რომ ვითარება უმჯობესდება, უფრო პირიქით, რამდენად დიდხანსაც გრძელდება დაპირისპირება, ის მეტად მწვავდება დეზინფორმაციითა და მანიპულაციით.

რატომ ვსაუბრობ ამაზე ახლა ? იმიტომ, რომ ეს არის გამოწვევები, რომელზეც ყველა უნდა ფოკუსირდეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვაგან გახედვა. ის ასახავს ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებისა და რეფორმების ნაწილში - სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა, პოლარიზაცია, დეზინფორმაცია. არ არსებობს დიდი კონსპირაცია, რომ ჩვენ გვიხდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან, რომ ძალას გვატანს სააკაშვილი - ეს აბსურდია. ჩვენ გვადარდებს ეს საკითხი იმიტომ, რომ უნდა გვადარდებდეს, რადგან ეს პოლიტიზირებული საკითხია და ადამიანი კვდება საპატიმროში. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებსაც ისინი მოიგებენ სააკაშვილის საპატიმროში დატოვებით, არამედ იმაზეც, რასაც დაკარგავთ, რადგან ჩვენ გვიწევს დღეს დებატები გვქონდეს პოლიტიკურ პატიმარზე, ნაცვლად მაგალითად კანდიდატის სტატუსისა“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა