გიორგი კალანდარიშვილი - 2024 წელს და შემდგომ, ყოველი მომდევნო არჩევნებისას საქართველოში ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება იმ დემოკრატიული პროცესების თაობაზე, რომლის შედეგიც არჩევნებია. როგორც მან არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროცესში ახალგაზრდებს განსაკუთრებული როლი აქვთ.

„დღეს არის არჩევნების საერთაშორისო დღე, რომელსაც ევროპის მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაციები, არჩევნების საკითხით დაკავებული ექსპერტები და შესაბამისი უწყებები აღნიშნავენ. ის რამდენიმე მიზანს ემსახურება, ეს არის არჩევნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება იმ დემოკრატიული პროცესების თაობაზე, რომლის შედეგი გახლავთ არჩევნები და, რა თქმა უნდა, ყველა იმ სიახლისა და მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომელიც არჩევნებს უკავშირდება.

საქართველოში არჩევნების განვითარებას მთელი რიგი საფეხურები ჰქონდა. დღეს ჩვენ მივედით იქამდე, რომ 2024 წელს და შემდგომ, ყოველი მომდევნო არჩევნებისას ქვეყანაში გამოყენებული იქნება ტექნოლოგიები. ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დღეს ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად აღვნიშნოთ არჩევნების საერთაშორისო დღე, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რომელიც უკანასკნელი საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ. ახალგაზრდები გახლავთ მნიშვნელოვანი რესურსი სახელმწიფოსთვის. მნიშვნელოვანია არჩევნებში მათი ჩართულობა სხვადასხვა პოზიციებისა და რანგების გათვალისწინებით იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ქვეყანაში შევძლოთ მაღალი სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება. ასევე, უზრუნველვყოთ ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა, როგორც საარჩევნო პროცესებში, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროცესებში", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა