ზურა ჯაფარიძე - პროცესში ზელენსკის ჩართულობა და ინიციატივის აღება არის სააკაშვილის გადარჩენის შანსი

ჩემი აზრით, ამ პროცესში ზელენსკის ჩართულობა და ინიციატივის აღება არის სააკაშვილის გადარჩენის შანსი, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, მიხეილ სააკაშვილი მოკლას.

„იმის გამო, რომ ზელენსკის ახლა აქვს წარმოუდგენლად მაღალი მორალური ავტორიტეტი მთელ სამყაროში, მან შეიძლება ბიძგი მისცეს ივანიშვილზე გარედან ზეწოლას. ჩემი აზრით, ეს არის ამ წუთში ერთადერთი შანსი იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით სხვა რესურსს ამ წუთებში ვერ ვხედავ, -განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, გამოყენებული უნდა იყოს ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

„იხსენებენ რაღაც ტიპის დანაშაულებს, მათ შორის სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩადენილს. აპელირებენ იმაზე, რომ კანონის უზენაესობა და სამართლიანი სახელმწიფო მოითხოვს, სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში იყოს. მინდა ყველას გავახსენო, რა ხდება ამ ხელისუფლების დროს, რამდენი რამ არის მომხდარი და გამოუძიებელი იმის გამო, რომ ფარცხალაძე არის ვიღაცის ოჯახის ახლობელი, ღარიბაშვილის ნათესავები არიან მინისტრის ნათესავები და ა.შ. უამრავი დანაშაულია. ივანიშვილმა აღიარა, ბერამ აღიარა, მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევს. სამართლიანი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა ნიშნავს იმას, რომ სტანდარტი ყველასთვის არსებობს. იმ სტანდარტით, რასაც სააკაშვილს ამ მდგომარეობაში აგდებენ, ამ ხელისუფლებიდან უამრავი ადამიანი ციხეში არის ჩასაყრელი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართული დებატები მიანიშნებს იმას, რომ ეს საკითხი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის საკითხის აქტუალობას ზელენსკის განცხადებაც მოწმობს.

„ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ზეწოლა, ვიდრე აქამდე ყოფილა კონკრეტულად ივანიშვილზე და არა ღარიბაშვილსა და კობახიძეზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა