გია ვოლსკი - არ მინახავს NDI-ის კვლევის შედეგები, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვას

არ მინახავს NDI-ის კვლევის შედეგები, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემა არსებობს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.

„ NDI, IRI და ბევრი კვლევითი ორგანიზაცია დაკავებული იქნება იმით, რომ გარკვეული ინფორმაციული შეტევა მიიტანოს ქართულ საზოგადოებაზე. მე არ მინახავს კვლევის შედეგები, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემა არსებობს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, დასაქმების სფეროში. ფაქტია, რომ ტენდენციები გაცილებით უკეთესია.

მე არ მახსოვს წინასაარჩევნო პერიოდში შეფასებები, სადაც NDI-მ მიახლოებით მაინც გამოიცნო არჩევნების შედეგები. NDI-ზე არ არის აქ საუბარი. NDI, IRI ჩვენი საკმაოდ საინტერესო პარტნიორები არიან, არიან ორგანიზაციები, ვინც უკვე წლებია ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა