გია ვოლსკი - სააკაშვილისგან მინიშნებებია, რომ მას უნდა საქართველო მძევლად ჰყავდეს, ამბობს, დავანებებ საქართველოს ინტერესით სპეკულირებას თავს, თუ გამიშვებთ უკრაინაში, ან სხვა ქვეყანაშიო - ეს არის შანტაჟის ფორმა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინა აინტერესებს და არა საქართველო.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულს ადასტურებს სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილისთვის გაგზავნილი წერილიც.

ამასთან, ვოლსკი დასძენს, რომ ხაბეიშვილი, ბერიკაობას არ ეშვება, „ხელის და ფეხების დამტვრევას ჰპირდება მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლებს“.

„[მიხეილ სააკაშვილისგან] არც თუ შეფარული მინიშნებებია, რომ მე მინდა საქართველო მძევლად მყავდეს, დავანებებ მას თავს, დავანებებ საქართველოს ინტერესით სპეკულირებას თავს, თუ გამიშვებთ უკრაინაში, ან სხვა ქვეყანაშიო, თან მიუხედავად იმისა, რა დანაშაული არ უნდა მქონდეს ჩადენილი. ეს არის ადამიანის, თუ ადამიანთა ჯგუფის მხრიდან შანტაჟის ფორმა. მინიშნებაა, რომ მას [მიხეილ სააკაშვილს] უკრაინა აინტერესებს და არა - საქართველო. თუნდაც, ხაბეიშვილისთვის მიწერილი წერილი და განცხადებები, რომ მას საქართველოში არაფერი აინტერესებს. არ მიყვებით ამ ჩემს წინადადებას? მიიღებთ იმას, რასაც გემუქრებიან კუბილიუსი და ძმანი მისნიო; თუნდაც, ხაბეიშვილი, რომელიც ბერიკაობას არ ეშვება, ხელის და ფეხების დამტვრევას ჰპირდება მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს არის რეალობა. თუ გინდათ ამას არ უყუროთ, გამიშვითო. ეს არის მესიჯი“, - აღნიშნავს ვოლსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა