ირაკლი ქადაგიშვილი - ნუ გვაშანტაჟებენ, ევროპარლამენტარმაც და ევროპრეზიდენტმაც სწორი აქცენტი უნდა დასვას - სააკაშვილი ცხოვრობს სასტუმროს ნომერში და ყველას შეუძლია ნახოს მისი ცხოვრება

სააკაშვილმა გუდას პირი მოხსნა და მისმა განცხადებამ განაპირობა ის აქტიურობა, რომელიც ხელახლა დაიწყო რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად - ევროპარლამენტარმაც და ევროპრეზიდენტმაც სწორი აქცენტი უნდა დასვას, რეალობას დაუბრუნდნენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის საკითხო ქვეყნის წინააღმდეგ სურს გამოიყენოს.

"სააკაშვილმა ცოტა არ იყოს გუდას პირი მოხსნა, როცა შპიგელთან ინტერვიუში თქვა - ჩემი ჩამოყვანა არ იყო ჩემი პატრიოტული გადაწყვეტილება მარტო და რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა იმოქმედეს ჩემს გადაწყვეტილებაზე და ამ მდგომარეობამდე მიყვანაზეო. სწორედ ამ განცხადებამ განაპირობა ის აქტიურობა, რომელიც ხელახლა დაიწყო რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად იმიტომ, რომ კიდევ სხვა განცხადებები გააკეთოს, რაც ძალიან ბევრს შეიძლება არ სიამოვნებდეს. ევროპარლამენტარმაც და ევროპრეზიდენტმაც სწორი აქცენტი უნდა დასვას, უნდა მოხსნას საკითხი, რომ თურმე საქართველოს სახელმწიფო წამლავს ადამიანს და აწამებს, დაუბრუნდნენ რეალობას, რეალობა აღწერონ და ამის აღწერის შემდეგ თქვან, რომ "მოდი იქნებ სააკაშვილი გავიყვანოთ აქედან", მაგრამ ნახეთ როგორ უნდათ - რომ წაიყვანონ სააკაშვილი და ისევ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ, რომ სააკაშვილი თურმე იმიტომ კი არ მიდის აქედან, რომ შეეშინდა და ვაპატიოთ, არამედ თურმე სახელმწიფო წამლავს და კლავს, ეს ტყუილი უნდათ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება განცხადებებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე შეიძლება იყოს დამოკიდებული კანდიდატის სტატუსი მიღება, ქადაგიშვილმა აღნიშნა: " ნუ გვაშანტაჟებენ!"

"სტატუსს ვერ მიიღებთ - გავიგეთ, ნუ გვაშანტაჟებენ, იყვნენ დემოკრატები ბოლომდე, ობიექტურობის ამსახველები, ჩვენ არ შემოგვიყვანია სააკაშვილი აქ, ვინც შემოიყვანა, ახლა ისინი წვალობენ ამაზე," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე ევროპას და ევროპარლამენტარებს გულისხმობს თუ არა, ქადაგიშვილი პასუხობს - "არ ვიცი მე, ჩანერგილმა აგენტებმა შემომიყვანესო და ალბათ, ისევ გააგრძელებს ლაპარაკს, ვინ შემოიყვანა".

ქადაგიშვილი სააკაშვილზე ზელენსკის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველამ იცის, რომ სააკაშვილს არ აწამებენ და "სასტუმროს ნომერში" ცხოვრობს.

"არაობიექტური ბრალდებები გრძელდება საქართველოს წინააღმდეგ და ბოლო განცხადებაც ამის გაგრძელებაა, ყველამ კარგად იცის, არავინ არავის აწამებს, ყველა ხედავს, სააკაშვილი ცხოვრობს სასტუმროს ნომერში, მრავალფუნქციურ კარგ კლინიკაში და 24-საათიან რეჟიმში შეუძლია იმ ევროპარლამენტარს და ყველა დაინტერესებულ პირს, ნახოს მისი ცხოვრება," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა