ანა კაკაბაძე - სკრინინგის პროგრამამ ჩვენი ათასობით მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2023 წელს ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის გაზრდილი ბიუჯეტი 27 მილიონ ლარზე მეტია.

კიბოსთან ბრძოლაში მოსახლეობის დასახმარებლად თბილისის მერია 3 პროგრამას ახორციელებს.

აღნიშნულ საკითხს თბილისის საკრებულოს წევრი ანა კაკაბაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანის გარდაცვალება კიბოს უკავშირდება და მათი რიცხვი კიდევ უფრო იმატებს, მნიშვნელოვანია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ ჩვენს თანაქალაქელებს.

“ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის დროული დიაგნოზის დასმა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც არანაირი სიმპტომი არ არის გამოვლენილი. სწორედ ამიტომ, თბილისში დაავადებათა სკრინინგის პროგრამა ხორციელდება.აღნიშნულმა პროგრამებმა უკვე გადაარჩინა ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე”,- აღნიშნა ანა კაკაბაძემ.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამა მოიცავს ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის და კოლორექტული კიბოს სკრინინგს, ასევე, პროსტატის კიბოს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს სრულად უფინანსდება საჭირო კვლევები და მედიკამენტები.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო