ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მალე დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლახან ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველად საქართველოში, პრესის მუზეუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ქართული პრესის განვითარების ისტორია XIX საუკუნიდან დღემდე.

ამასთან, განმარტავენ, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმატებით ფუნქციონირებს წიგნის მუზეუმი როგორც ქართული, ისე უცხოური ძვენლაბეჭდი გამოცემების უნიკალური ექსპოზიციით.

„ამით დაგეგმილი ოთხკუთხედის სამი კუთხე მოიხაზება: წიგნის მუზეუმი, პრესის მუზეუმი, დამწერლობის მუზეუმი. დაგვრჩება მეოთხე, სტამბის მუზეუმი”, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა