იოჰანეს ჰანი - ევროკავშირის პოზიცია ძალიან ცხადია - საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია იმოქმედოს, თუ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია

საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა დაიცვას სააკაშვილის ჯანმრთელობა, - ამის შესახებ ევროკომისარმა ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი უფლებები სასამართლოში უნდა იყოს დაცული, მათ შორის, უფლება, რომ პირადად იყოს წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე. ასევე უნდა იყოს დაცული მისი, როგორც პატიმრის უფლებები.

„ევროკავშირი და ევროკომისია ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას საქართველოში დაბრუნების შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია უფლებამოსილების გადამეტებისთვის, რისთვისაც მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იქნა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, 2022 წლის მაისში, მისი ოჯახისა და ადვოკატების მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალს მთელ რიგ შემაშფოთებელ დასკვნებს სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ხშირად ვაყენებთ საკითხს როგორც პირადად საქართველოს ხელისუფლებასთან ასევე ჩვენს საჯარო განცხადებებში.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა დაიცვას სააკაშვილის ჯანმრთელობა. ჩვენ აღვნიშნეთ როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯარო განცხადებებში, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება ლეგალური პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყველა პატიმრის ჯანმრთელობა, მიაწოდოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება და პატივი სცეს ფუნდამენტურ უფლებებს საქართველოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. დამატებით, ჩვენ სისტემატურად ვახორციელებთ მონიტორინგს სასამართლო მოსმენებზე, რომელიც ეხება მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს და ასევე საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით გაკეთებულ მოთხოვნას.

მისი უფლებები სასამართლოში უნდა იყოს დაცული, მათ შორის, უფლება, რომ პირადად იყოს წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე. მისი უფლებები, როგორც პატიმრის, უნდა იყოს პატივცემული, ისევე როგორც პრივატულობის უფლება. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის პოზიცია ძალიან ცხადია - საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია იმოქმედოს თუ მიხეილ სააკიშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ისევე როგორც მკურნალობის ადეკვატურობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სხვადასხვა მხარის მიერ. მჯერა, რომ ყველას ინტერესებშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ამასთან, იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს დიპლომატიური ძალისხმევის მობილიზებას, რათა სააკაშვილის შემთხვევაში თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის დრამატული შედეგი.

„მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას და გავაგრძელებთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის მობილიზებას, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის დრამატული შედეგი. ამავდროულად ჩვენ ვართ სრულად ჩართულები საქართველოს მმართველი პარტიისა და ასევე ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაში, რათა ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით მოხდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესაბამისი რეფორმების იმპლემენტაცია“,- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა