პოლ იონსონი - ევროპარლამენტის დებატები ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან კანონის უზენაესობის განმტკიცების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულებას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის კონტექსტში

ნება მომეცით მიხეილ სააკაშვილის შესახებ გასამართი დებატები იმის შეხსენებით დავიწყო, თუ როგორი მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის განმტკიცება საქართველოში - ამბიციური და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რომელიც დამოუკიდებლობის, სამართლიანობის და გამჭვირვალობის გარანტი იქნება სასამართლოს ყოველი საკვანძო ინსტიტუტისთვის, - ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა, ევროპარლამენტში მიხელ სააკაშვილის შესახებ გამართული დებატებისას განაცხადა.

იონსონი აღნიშნულ დებატებს, ევროპის კავშირის საბჭოს სახელით ესწრებოდა, რომლის პრეზიდენტიც ახლა შვედეთია.

სიტყვით გამოსვლისას შვედეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა თავისუფლებააღკვეთილ პირებს პატივისცემით მოეპყროს და უზრუნველყოს მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა.

„პატიმართა მოპყრობის შესახებ გაეროს ფუნდამენტური პრინციპების თანახმად (რომლის ხელისმომწერი საქართველოცაა), თავისუფლების აღკვეთა ჯანდაცვას წვდომის უფლების შეზღუდვას არ ნიშნავს, პირიქით, ამ დროს პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.

სააკაშვილი დაპატიმრებულია 2021 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგ. 2022 წლის მაისში ის მისივე მოთხოვნის საფუძველზე კერძო კლინიკაში გადაიყვანეს, რისი მიზეზიც ჯანმრთელობას უკავშირდებოდა. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით შემაშფოთებელ ცნობებს სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ და ხშირად წამოგვიწევია აღნიშნული საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან თუ საჯარო განცხადებებში.

უმაღლესმა წარმომადგენელმა თავისი შეშფოთება გასულ სექტემბერს საქართველოსა და ევროკავშირის საბჭოს მიმდინარეობისას დააფიქსირა. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის დელეგაციამ და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თავიანთი შეშფოთება იუსტიციის სამინისტროს ყურადსაღებად გამოხატეს. აღნიშნული საკითხი წამოწეული იყო რეგულარულ საუბრებშიც ევროკავშირის, წევრი ქვეყნებისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის.

ევროკავშირის მესიჯი მკაფიო და უცვლელია. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ევროკავშირი მზადაა საქართველოს ამ მხრივ დახმარება გაუწიოს“, - განაცხადა იონსონმა.

დებატების დასასრულს, იონსონმა დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარების დაკვირვებას. მან ასევე ხელმეორედ გაუსვა ხაზი იმას, რომ ევროკავშირი მზადაა საქართველოს მხარდაჭერისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ეს საჭირო იქნება.

„ევროპარლამენტის დებატები ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან კანონის უზენაესობის განმტკიცების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულებას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის კონტექსტში“, - განაცხადა იონსონმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა