სერგეი ლავროვი - სურთ საქართველო გადააქციონ მორიგ „გამღიზიანებლად“, დააბრუნონ ვითარება სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში

საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რომელიც ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთს სურს გადააქციოს საქართველო „გამღიზიანებლად“ რუსეთის ფედერაციისთვის.

„ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად,რომელიც, მადლობა ღმერთს, არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას და უფრო ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს, არის ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის უპრეცედენტო წნეხისა და სანქციებთან შეერთების, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის საპასუხოდ ამბობს: „თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, ტურიზმის და ენერგომატარებლებს ჩვენ ვიღებთ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ეს პოზიცია პასუხობს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს.

„იმაში, რომ სურთ საქართველო გადააქციონ მორიგ „გამღიზიანებლად“ , დააბრუნონ ვითარება სააკაშვილისეულ აგრესიულ დროში, მე ეჭვიც არ მეპარება“, - განაცხადა ლავროვმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის