ლევან ბეჟაშვილი - ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ პოლიტიკას აგრძელებს, რათა ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ აქციოს

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” რუსულ პოლიტიკას აგრძელებს, რომ ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ აქციოს.

ბეჟაშვილის თქმით, ლავროვის განცხადება მიუთითებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია ბოლო წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების ნარატივს იმეორებს.

“ლავროვის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის ციტირება კი არ ხდება, პირიქით - საქართველოს მთავრობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ციტირებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნარატივებს და დღეს ამას ლავროვი იმეორებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” რეალურად დღეს “რუსული ოცნებაა” და რუსული პოლიტიკას აგრძელებს, რომ ქვეყანა აქციოს რუსეთის უკანა ეზოდ - შედეგებს თვალნათლივ ვხედავთ”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს , ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, დასავლეთს სურს გადააქციოს საქართველო „გამღიზიანებლად“ რუსეთის ფედერაციისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა