ირაკლი ქადაგიშვილი - როცა ადამიანი თვითდაზიანების გზას ადგას და არ ემორჩილება ექიმების დანიშნულებას, პასუხისმგებლობის ტვირთი გადადის იმაზე, ვინც თვითდაზიანებას ადგას

როგორ შეიძლება აიხსნას, რომ საკვები, რაც ოჯახმა უნდა შეიტანოს სააკაშვილთან, არ არის ისეთი, სადაც კალორიულობა იქნება ნორმალური - პასუხისმგებლობა იმათზეცაა, ვინც ხელს უწყობს თვითდაზიანებას, დედას არწმუნებენ, რომ უნდა გაუძლონ და ეს არ მოკლავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა პატიმარი თვითდაზიანების რეჟიმშია, პასუხისმგებლობის დიდი წილი მის ჯანმრთელობაზე თავად მასზე გადადის.

„ზოგადად, პატიმრობაში მყოფ ადამიანზე პასუხისმგებლობას იღებს სახელწიფო, პენიტენციური სისტემა, ის არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და ა.შ. მაგრამ როცა ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა სახელმწიფო ყველა სერვისს სთავაზობს, რაც პაციენტს სჭირდება, როცა პატიმარი მიზანმიმართულად არ ექვემდებარება მკურნალობას და გამიზნულად, თვითდაზიანების გზას ადგას, ამ დროს პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი გადადის სწორედ იმაზე, ვინც მიზანმიმართულად დაზიანებას ეწევა. ეს ასე არ არის მხოლოდ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, მთელ მსოფლიოში არსებული პრაქტიკაა, როცა ადამიანი თვითდაზიანების გზას ადგას და არ ემორჩილება ექიმთა დანიშნულებას, აქ უკვე პასუხისმგებლობის ტვირთი გადადის იმაზე, ვინც თვითდაზიანებას ადგას. სახელმწიფო ერთი წუთითაც არ იხსნის თავის წილ პასუხისმგებლობას, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ექიმებით მომსახურებას, გამჭვირვალეობას”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ძნელია ენდო იმ ექიმებს, რომლებიც ამბობენ, რომ საკვების მიუღებლობა ახასიათებს იმ დიაგნოზებს, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს.

„ძალიან ძნელია ენდო, რადგან როგორც კი ჩაღრმავებული გამოკითხვა მიმდინარეობს, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათი დასკვნა მონაყოლის შედეგია. აღმოჩნდა, რომ დიაგნოზი არასანდოა მეცნიერული და საექიმო თვალსაზრისით. ამ თვითდაზიანების რეჟიმში პატიმართან ერთად ჩართულია ის წრე, რომელსაც პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, როგორ შეიძლება აიხსნას ის, რომ საკვები, რაც ოჯახმა უნდა შეიტანოს, არ არის ისეთი საკვები, სადაც კალორიულობა იქნება მაღალი კი არა, უბრალოდ, ნორმალური, მიდის ის საკვები, სადაც ისეთი კალორიულობაა, რომ ადამიანი ამ რისკის ზღვარზე ატარონ, ამიტომ პასუხისმგებლობა იმათზეც არის, ვინც ხელს უწყობს ამ თვითდაზიანებას," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, ოჯახს აკისრებს თუ არა ამ განცხადებით პასუხისმგებლობას, ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, გიული ალასანიას არწმუნებენ, რომ ასე უნდა მოიქცნენ.

"ოჯახის წევრებზე მინდა ბოლომდე კორექტული ვიყო, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ დედას შვილზე რამე უნდოდეს, მაგრამ დედაც რა მდგომარეობაშია? - არწმუნებენ - „სააკაშვილმა თავი რომ დააღწიოს პატიმრობას, უნდა გავუძლოთ ცოტა ხანი". ეუბნებიან, რომ ეს არ მოკლავს მას, მაგრამ სურათი იქნება, რომ გახდა, კახექსია სჭირს და ა.შ. ამ ზღვარზე ატარებენ დედასაც და პატიმარსაც. თორემ მე დედის მხრიდან გულწრფელობა ეჭვის ქვეშ არ დამიყენებია, მაგრამ იმ დედასაც სჯერა და არწმუნებენ, რომ თავის შვილის გამოსაშვებად ეს გზა არის ერთადერთი და მიჰყვება ის დედაც ამ გზას”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა