ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო ცდილობს რუსეთის ფედერაციას რაიმე მიზეზი არ მისცეს და შესაძლო აგრესია თავიდან აიცილოს - თუ გგონიათ, რომ მნიშვნელობა არა აქვს რუსეთს საბაბს მისცემ თუ არა, ეს  არა პოლიტიკური, არამედ ფატალური აზროვნებაა

საქართველოს სახელმწიფო ცდილობს რუსეთის ფედერაციას რაიმე მიზეზი არ მისცეს და შესაძლო აგრესია თავიდან აიცილოს - თუ თქვენ გგონიათ, რომ მნიშვნელობა არა აქვს რუსეთს საბაბს მისცემ თუ არა, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ფატალური აზროვნება! - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა NDI-ის კვლევის იმ ნაწილზე გააკეთა, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომებზე მოსახლეობის განწყობებს ასახავს.

როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, პოლიტიკაში არსებობა არა მოვლენების განვითარების მიმართ ფატალური მიდგომა, არამედ პოლიტიკური ქცევა.

„ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა. გამომდინარე აქედან, როგორ შეიძლება მოსახლეობას რუსეთის მიმართ დადებითი განწყობა ჰქონდეს?! ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი არის აგრესორი. საქართველო უკვე არის აგრესიის მსხვერპლი და გამორიცხული არ არის, ეს აგრესია გაგრძელდეს. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა არის ერთადერთი რამ - არ მივცეთ აგრესორს აგრესიის რაიმე მიზეზი ან საბაბი - ჩვენ სხვა ინტერესი არ გაგვაჩნია", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, NDI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს ტენდენციას, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც საქართველო არის, საზოგადოებაში არსებობს რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ და მთავრობას კრიზისის მართვა შეუძლია.

„პოლიტიკური პარტიების კვლევის ნაწილშიც ციფრები აჩვენებს, რომ მკვეთრად მეტ ნდობას ამომრჩეველში "ქართული ოცნება" იმსახურებს. ის, რომ გამოკითხულთა 59%-ს არც ერთი პარტია არ მოსწონს, იმ განწყობას აჩვენებს, რა განწყობაც მოსახლეობას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის მიმართ აქვს, როცა პოლიტიკური პროცესი აწყობილია არა კონსტრუქციულ, საქმიან კრიტიკაზე და კომპრომისის მოძებნაზე, არამედ მუდმივად უსაფუძვლო ბრალდებებსა და რევოლუციური სცენარის გათამაშებაზე. გამომდინარე აქედან, მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს პოლიტიკური პარტიების ან პოლიტიკური პროცესის მიმართ ასეთი ნიჰილისტური დამოკიდებულება აქვს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც მან ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით უნდა გააკეთოს, თუმცა თავად მოსახლეობას უკმარისობის გრძნობა ყველა პოლიტიკური აქტორის მიმართ აქვს - ის, თუ რეალურად რამდენად მონდომებულია ყველა პოლიტიკური აქტორი, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე უფრო ეფექტური იყოს. ზოგადად, მოსახლეობა ყველას ვისაც ტელევიზიით უყურებს და ვინც პოლიტიკას წამოაჩენს, აღიქვამს როგორც მთავრობას - მოსახლეობას შეიძლება ჰქონდეს სწორედ ეს განცდა, რომ ამ შემთხვევაში მთავრობა, როგორც სახელმწიფოს მართვის გამოხატულება, რაშიც ის მთელს პოლიტიკურ კლასს მოიაზრებს, საკმარისზე მეტს არ აკეთებს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის