იაგო ხვიჩია - კვლევები პოლიტიკურ რეალობას ვერ აჩვენებენ - დაუჯერებლად მეჩვენება, გასული წლის აგვისტოს შემდეგ მთავრობისთვის ნდობა უფრო მეტ ადამიანს გამოეცხადებინა, ვიდრე მანამდე უცხადებდა

100 ადამიანიდან, თუ 70 არ გეუბნება, რას ფიქრობს, საკუთარ თავში უნდა დაინახო პრობლემა - დაუჯერებლად მეჩვენება, გასული წლის აგვისტოს შემდეგ მთავრობისთვის ნდობა უფრო მეტ ადამიანს გამოეცხადებინა, ვიდრე მანამდე უცხადებდა, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც NDI- ის კვლევებს გამოეხმაურა.

ხვიჩიას მიაჩნია, რომ ასეთი სახის კვლევები პოლიტიკურ რეალობას ვერ აჩვენებენ.

„როცა კვლევის შედეგად ამოვა ის, რომ გამოკითხულთა 25% ხმას აძლევს "ქართულ ოცნებას", 6% - „ნაცებს" და მეტი არაფერი ვიცით, ასეთ კვლევას არანაირი ღირებულება არ გააჩნია. როგორი ნიჰილიზმიც არ უნდა იყოს, კვლევას ატარებდე და 100 ადამიანიდან, თუ 70 არ გეუბნება რას ფიქრობს, ე.ი. საკუთარ თავში უნდა დაინახო პრობლემა. ინფორმაცია არ მაქვს, ამ კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე რა და როგორ შეიცვალა, მაგრამ დაუჯერებლად მეჩვენება, რომ გასული წლის აგვისტოს შემდეგ მთავრობისთვის ნდობა გამოეცხადებინა უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე მანამდე აცხადებდა. ამის ლოგიკური ახსნა მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ ომის პირობებსა და "აბა, ომი გინდათ" კამპანიის გათვალისწინებით, შეიძლება, რამდენიმე პროცენტით მეტმა ადამიანმა ხელისუფლების ეს ვერსია დროებით დაიჯერა. თუმცა, საქართველოს მთავრობას ნდობა რომ არ დაუმსახურებია, ფაქტია," - განაცხადა ხვიჩიამ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. 39% ფიქრობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. 25% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 6%-სთვის ეს პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“.

კითხვაზე, „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ 56%-ია იმ მოქალაქეების ჯამი, რომელთათვისაც ეს არცერთი პარტია არაა, ან არ იციან და პასუხზე უარი განაცხადეს. აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა