უკრაინის საგარეო უწყება - სსრკ-ს კომისარიატის ყველაზე უარეს ტრადიციებში, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მიმართ იყენებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას და განზრახ უქმნის საფრთხეს მის სიცოცხლეს - მოვუწოდებთ, გადასცეს ის უკრაინას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცეს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიისგან გადახვევაზე.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კატეგორიულ პროტესტს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყველაზე უარეს ტრადიციებში საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყენებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უარს ეუბნება მას სასწრაფოდ საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს. უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიისგან გადახვევაზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას. ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა