სოსო ფხაკაძე - A კატეგორიის ლიცენზია, ფაქტობრივად ფასიანი ქაღალდია, რომელიც მისი მფლობელისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს

A კატეგორიის ლიცენზია, ფაქტობრივად ფასიანი ქაღალდია, რომელიც მისი მფლობელისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ტაქსების რეფორმის მე-3 ეტაპის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილება მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ტაქსის მძღოლებისთვის, ვინაიდან სწორედ მათ ინტერესებზეა მორგებული და მოიცავს მნიშვნელოვან შეღავათებს, რაც მათ საქმიანობას უფრო სარფიანს გახდის.

„აღსანიშნავია, რომ ლიცენზია, რომელსაც იღებენ ტაქსის მძღოლები, ამიერიდან იქნება არა უბრალო ქაღალდი, არამედ ფასიანი ქაღალდი/აქტივი თავისი ღირებულებით და მის მფლობელებს მისცემს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობებს. პოზიტიურად ვაფასებთ ამ რეფორმას, ვინაიდან ზემოხსენებული ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ბიზნეს აქტივობისა და კეთილდღეობის ზრდას. ამასთან, ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა იდეა, რომ A კატეგორიის უვადო ნებართვის მქონე პირს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი პლატფორმის მეშვეობით გააქირაოს ან გაყიდოს მის კუთვნილებაში არსებული ლიცენზია.

ეს ნებართვა/ლიცენზია ხდება ფასიანი ქაღალდი, რომელიც, მისი მფლობელისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამას გარდა, პირადად ჩემთვის ღირებული და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ტაქსების რეფორმით თბილისის მერიამ ეს პროფესია და ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანები დააფასა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი პროფესია სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული, თუ გვინდა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და განვითარება გვქონდეს“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა