დენის შმიგალი - ევროკავშირი უკრაინაში დეოკუპირებული ტერიტორიების ჰუმანიტარული განაღმვის 25 მილიონ ევროს ღირებულების პროგრამას იწყებს

ევროკავშირი უკრაინაში დეოკუპირებული ტერიტორიების ჰუმანიტარული განაღმვის პროგრამას იწყებს. პროგრამის ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ტელეგრამში“ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტამდე შედგა.

„არის მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი ჩაუშვებს 25 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული განაღმვის პროგრამას. ეს ჩვენი აღდგენის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც შესაძლებელს გახდის ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას რუსი ტერორისტებისგან დეოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა შმიგალმა.

მან მადლობა გადაუხადა ბორელს უკრაინის თანმიმდევრული დახმარებისთვის, ევროპის მშვიდობის ფონდის ბიუჯეტის 2 მილიარდი ევროთი გაზრდისა და ასევე უკრაინელი სამხედროების სასწავლო მისიისთვის.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას მსგავსი სასწავლო მისიის გაფართოების იმედი აქვს. მან ასევე აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია ზეწოლის გაგრძელება რუსეთის ეკონომიკაზე და ევროპული სანქციების მეათე პაკეტის შემოღება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა