რელიგიის სააგენტოს თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს რელიგიის ატაშე ეწვია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს რელიგიის ატაშეს, აჰმედ ერდემს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

აჰმედ ერდემის თქმით, იგი საქართველოში თავის საქმიანობას ასრულებს და რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს გამოსამშვიდობებლად ეწვია.

„ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა თურქეთის საელჩოს რელიგიის ატაშეს სააგენტოსთან აქტიური ურთიერთობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ატაშესთანაც სააგენტოს კონსტრუქციული თანამშრომლობა ექნება. აჰმედ ერდემმა თურქეთის საელჩოს რელიგიის ატაშედ 2 ვადით იმუშავა, შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის საელჩოს რელიგიის ატაშეს მდივანი, ასლან ბერიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა