ცენტრი „ემპათია“ - ზურაბ ჩხაიძის განცხადებები არის სიყალბე, ტყუილი და ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფზე თავდასხმა - ეს მცდელობა კრახით დასრულდება

ზურაბ ჩხაიძის დღევანდელი განცხადება, არის თავდასხმა ცენტრ “ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფზე - ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი “ემპათია” მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა კრახით დასრულდება,- ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ემპათიაში“ განმარტავენ, ჩხაიძის განცხადებები, არის სიყალბე და ტყუილი.

„კლინიკა “ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის დღევანდელი განცხადება, არის თავდასხმა ცენტრ “ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფზე, რომლის მთავარი მოტივაციაა, რომ “ემპათიამ“ გაიზიაროს მათი არასამედიცინო კონცეფცია მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტიოლოგიურ ფაქტორებზე, კერძოდ: “გემრიელი საკვების არ მიტანა”, “თვითდაზიანების რეჟიმში - დიეტური კვება”, “10 თვიანი ფსიქოგენური სიცხე”, და “კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხილული პათოლოგიის შესახებ”, “ინტოქსიკაციის გამორიცხვის შესახებ”, ასევე, ბრალდებები, რომ პაციენტი არ ემორჩილება და ა.შ. ბატონი ჩხაიძე და მისი კლინიკის მესვეურები უხეშად არღვევენ პაციენტის უფლებებს, ასევე საერთაშორისო სამედიცინო ეთიკის სტანდარტებს, რითაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ პაციენტ სააკაშვილს და ცდილობენ ცენტრ “ემპათიის“ დისკრედიტაციას.

ჩხაიძის განცხადებები, არის სიყალბე და ტყუილი. პატიმარი პაციენტის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება იუსტიციის სამინისტროს და კლინიკა “ვივამედს“. ჩხაიძის მცდელობა, იძულებული გახადოს ცენტრი “ემპათია” მონაწილეობა მიიღოს მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაში, რაღა თქმა უნდა კრახით დასრულდება. შევახსენებთ ჩხაიძეს და მთლიანად კლინიკა “ვივამედს" ექიმის ფიცის ქვაკუთხედია: “არ ავნო”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედის“კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ცენტრ „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მოუწოდა „ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს და მას გაუფრთხილდნენ“. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ცენტრ „ემპათიას“ რეკომენდაციებს ასრულებს და არ ითვალისწინებს კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიერ გაცემულ რჩევებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა