ჯოზეფ ბორელი - რუსეთმა ევროპაში ომი კვლავ დააბრუნა, მაგრამ უკრაინა ბრძოლას აგრძელებს - სამოქალაქო პირების და მათი ცხოვრების პირობების დაცვა პრიორიტეტია

რუსეთმა ევროპაში ომი კვლავ დააბრუნა, მაგრამ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას - სამოქალაქო პირების და მათი ცხოვრების პირობების დაცვა პრიორიტეტია,- ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია დამატებით 15 000 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის.

„მოხარული ვარ განვუცხადო უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს, რომ ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია დამატებით 15 000 უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის, რაც ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის მიერ სწავლება გატარებულ პერსონალს 30 000-მდე გაზრდის. ამასთან, ვაცნობე მთავრობის მეთაურს, რომ ევროკავშირი 25 მილიონ ევროს გამოყოფს განაღმვითი სამუშაოებისთვის. სამოქალაქო პირებისა და მათი ცხოვრების პირობების დაცვა პრიორიტეტია“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, ბორელი კიევში დღეს ევროკომისიის პრეზიდენტთან და სხვა კოლეგებთან ერთად ჩავიდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა