გიორგი ტყემალაძე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან ერთად, სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, გიორგი ტყემალაძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის მიმდინარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის, ასევე მისი იერსახის და მიმზიდველობის შენარჩუნებისთვის უკვე გატარდა და კიდევ დაგეგმილია რამდენიმე რეფორმა, რომლებიც მაქსიმალურად კომფორტულს გახდის ტაქსით მგზავრობას. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები დადებითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ასევე იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებული. დაგეგმილია ცვლილებებისა და რეგულაციების მესამე ეტაპი. დარწმუნებული ვარ, რეფორმის შედეგები მისაღები იქნება ყველა მოქალაქისთვის. მადლობას ვუხდი ამ პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ცნობისთვის, პრეზენტაციაზე თბილისის მერმა განმარტა, რომ მომავალი თვენახევრის განმავლობაში, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია გაგრძელდება, რეფორმა კი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება.

„დაგეგმილი სიახლე თბილისის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს საზოგადოებას გააცნეს. აღსანიშნავია, რომ პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე, 2019 წლიდან, ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. მესამე ეტაპზე ლიცენზია უვადო გახდება და მფლობელის საკუთრება იქნება. პრეზენტაციაზე ასევე გაირკვა, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს პირველი აპრილიდან მგზავრების აყვანა-ჩამოსმა ავტობუსის ზოლშიც შეეძლებათ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები“, - აღნიშნულია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა