თეონა ჭალიძე დიაბეტიანი ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებს და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებს და სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამ განცხადებით ჭალიძე ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

„დღეს დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნები სრულიად ლეგიტიმურია. ისინი აპროტესტებენ იმას, რომ ქვეყანაში ინსულინის დეფიციტია. აუცილებლად უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია და მსგავსი პრობლემის წინაშე ადამიანები აღარ აღმოჩდნენ. პროგრამაში ჩართულ ბავშვებზე უნდა მოხდეს შესაბამისი ჩხირებისა და ნემსის თავების გაცემა. ჯანდაცვის სამინისტროს უპასუხიმგებლობის და გულგრილობის შედეგია დღეს არსებული მდგომარეობა. ნუთუ შეიძლება ბავშვების და არამარტო ბავშვების ასეთ სიტუაციაში ჩაგდება? ჯანდაცვის მინისტრმა წარმოიდგინოს თავი ამ ბავშვების მშობლების ადგილზე და იქნებ მიხვდეს, რომ ოპერატიულად მოაგვაროს მათი პრობლემა. ამ ბავშვებს არ აურჩევიათ ეს დაავადება და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მათთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე და იმის ნაცვლად, რომ ამ სასოწარკვეთილ ადამიანებს დაელაპარაკონ, იმედი მისცენ და პრობლემის ოპერატიულად მოგვარებაზე იფიქრონ სამინისტროს წარმომადგენლებმა, მათ ეძიძგილავებიან, სამინისტროს ფოიეში არ უშვებენ და სრულიად სამარცხვინო სიტუაციაში იგდებენ თავს“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა