ოლივერ ვარჰეი - უკრაინის მხარდასაჭერად 49.5 მილიარდი ევროს მობილიზება მოვახდინეთ

ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებთან ერთად უკრაინისთვის უკვე 49.5 მილიარდი ევრო შეაგროვეს. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ კიევში განაცხადა.

“დღეისთვის, როგორც ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად 49.5 მილიარდი ევროს მობილიზება მოვახდინეთ”, - აღნიშნა ვარჰეიმ კიევში გამართულ უკრაინის მთავრობისა და ევროკომისიის ერთობლივ სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის, ცვლილებები შეიტანოს ომამდელ ეკონომიკურ გეგმაში და მზად არის, შეუერთდეს უკრაინის აღდგენას, კერძოდ კი, სწრაფი აღდგენის გეგმას.

ვარჰეის თქმით, ამაში მნიშვნელოვან როლს საფინანსო საკოორდინაციო პლატფორმის განვითარება ითამაშებს, ე.წ. “საფინანსო რამშტაინი”.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება