პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სამოქმედო გეგმა საორიენტაციო ინფორმაციას შეიცავს, რა აქტივობებით იქნება დაკავებული კომიტეტი.

„ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ღონისძიებები, ატივობები, პროექტები, რომელიც სამოქმედო გეგმით არაა გათვალისწინებული, არ იქნება ჩვენი ინტერესის საგანი. ეს წლის განმავლობაში გარკვეული ცვლილებების, ახლებურად დღის წესრიგის განსაზღვრის საჭიროებებს წარმოქმნის, თუმცა ძირითადი ხაზი სწორედ ამ დოკუმენტის მეშვეობით განისაზღვრება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უწყების ცნობით, სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ ამოცანებს, როგორიცაა: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა და გაუმჯობესება; სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის გაუმჯობესება; სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზაციის ხელშეწყობა, შშმ პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალთა უფლებების დაცვის გარანტიების გაუმჯობესება, ბრალდებულის, მსჯავრდებულის და დაზარალებულის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლი და სპეციალური ანგარიშების განხილვა, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა