იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს შორის მომხმარებლისათვის სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს შორის მომხმარებლისათვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მალე იუსტიციის სახლში საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება გახდება შესაძლებელი.

„პირველ ეტაპზე განხორციელდება ტექნიკური ხასიათის სამუშაოები, დაიწყება წინა ხაზის თანამშრომელთა გადამზადება, რის შედეგადაც საპენსიო სააგენტოს 5 სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი.

თანამშრომლობის ფარგლებში, სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს დაფარავს და 117 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის სახლებში იქნება წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს.

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ და საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ, განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც სერვისების იუსტიციის სახლში ინტეგრაციით დაიძლევა.

საპენსიო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს უკვე მიმდინარე წლის მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შეეძლება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა