ნიკოლოზ ვაშაკიძე - კარასინ-აბაშიძის ფორმატი პრაქტიკულად არის ფასადური ფიქცია,  ისმის შეკითხვა:  რა არხებით თანამშრომლობს და ურთიერთობს რუსეთთან ქართული მხარე

აბაშიძე-კარასინის საუბრის შინაარსი ცხადყოფს, რომ ქართულ მხარეს საერთოდ ხელი აქვს აღებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. იმ ფონზე, როცა საქართველომ კარგა ხანია შეაჩერა რუსეთის კრიტიკა საერთაშორისო მრავალმხრივ არენაზე და მასზე ზეწოლა ოკუპაციისა და ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გამო, ის ამ თვალსაზრისით აგრესორს არც ორმხრივ დონეზე უქმნის რაიმე დისკომფორტს , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩნდება კითხვა, თუ რა არხებით თანამშრომლობს და ურთიერთობს რუსეთთან ქართული მხარე.

ზურაბ აბაშიძემ მისი გრიგორი კარასინთან გამომზეურებული სატელეფონი საუბრის ავთენტურობა აღიარა და დასძინა, რომ მასში სკანდალური ვერაფერი იპოვა. თავი რომ დავანებოთ საუბრის არასასიამოვნო უფროს-უმცროსულ ტონალობას, საუბრის სხვა სკანდალურ ასპექტებზე გავამახვილებ ყურადღებას: ირკვევა, რომ ოკუპაცია და აგრესია არანაირ პრობლემას არ უქმნის რუსეთს განახორციელოს საქართველოსთან დაკავშირებული მისთვის საჭირო ნებისმიერი, მათ შორის, საკმაოდ მსხვილი პროექტი, რაც უკვე საქართველოს მხრიდან არსებულ, არასახარბიელო სტატუს-ქვოზე ჩუმ თანხმობას ჰგავს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძის სტატუსი გახლავთ პრემიერ - მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებებში, ხოლო კარასინ-აბაშიძის ფორმატი არის ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციის ერთადერთი ოფიციალური ფორმატი, სადაც ნებისმიერი წამოწყება თუ საქმე უნდა იღებდეს სათავეს. სინამდვილეში კი ირკვევა, რომ ორ ქვეყანას შორის კარგა ხნის წინ დაწყებული მსხვილი სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობის შესახებ კარასინი შემთხვევით იგებს და ცდილობს ჩააყენოს საქმის კურსში თავისი კოლეგა.

ერთი სიტყვით, ნათლად სჩანს, რომ კარასინ-აბაშიძის ფორმატი პრაქტიკულად არის ფასადური ფიქცია და ისმის კითხვა: რა არხებით თანამშრომლობს და ურთიერთობს რუსეთთან ქართული მხარე. ცხადია, რომ ასეთი საკითხი ინტენსიური ორმხრივი კონტაქტების გარეშე ვერ შეთანხმდებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა უამრავ, მათ შორის საკმაოდ საჩოთირო თემებზე, კარგა ხანია არსებობს ინტენსიური ორმხრივი, კულუარული ურთიერთობა, მათ შორის საკმაოდ მაღალ დონეზე“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

ინფორმაციას პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია