ლევან იოსელიანი - NDI-ის კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკის და პოლიტიკოსების მიმართ იმედგაცრუებაა

როდესაც წელიწადნახევარი ერთი და იმავეს გეუბნებიან: ხვალ მოკვდება, ზეგ მოკვდება, წელიწადნახევრის თავზე მაინც უნდა გჯეროდეს, რომ ხვალ ან ზეგ მოკვდება? ადამიანების უმრავლესობას აღარ სჯერა, რომ მგელი მოვა , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი მომაკვდავია.

„სიმართლე გითხრათ, მე არ მჯერა იმის, რომ ის მომაკვდავია. როცა პირველ დღეს ჩასვეს ციხეში, მეორე დღიდან რომ დაეწყო ისტერიკა, წელიწადნახევარია სულ ამაზე მიდის ლაპარაკი. ზოგადად არ მჯერა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ადამიანი ყოველ დღე კვდებოდეს. მიხეილ სააკაშვილი მთლიანად ამ ისტორიას იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ეს არის მათ შორის შიმშილობა, ცოტა ჭამა თუ რაცაა. ერთი რამე ფაქტია, ამ ადამიანს არ შეუძლია ციხეში ყოფნა, ვერ ეგუება და ყველაფერს აკეთებს, რომ გამოვიდეს საპატიმროდან. ამას ცდილობს მისი პარტიაც, თვითონაც, მისი ოჯახიც. ბუნებრივია, ეს მათი მიზნებია და ამ მიზნებს არ უნდა შეეწიროს ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, სააკაშვილი თავის მდგომარეობას საპატიმროში იყენებს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად.

„ორი ნაწილია ამ ისტორიაში, ერთი სამართლებრივი და მეორე პოლიტიკური. სამართლებრივი მდგომარეობს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს წარდგენილი აქვს კონკრეტული ბრალი კონკრეტული ქმედებისთვის და ამ სამართლებრივი ნაწილის განხილვას რეალურად ვერ ვადევნებთ თვალს, სინამდვილეში აქცენტი მთლიანად გაკეთებულია პოლიტიკურ ნაწილზე. მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში მოქმედებს, როგორც პოლიტიკოსი, თავის მდგომარეობას საპატიმროში იყენებს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, ეს არის ფაქტი და შესაბამისად შედეგებიც აქვს ამ მიმართულებით.

მე მგონია, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საგარეო ფრონტზე „ქართული ოცნება“ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია იმიტომ, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვისმენთ უამრავ განცხადებას სააკაშვილის მიმართ და ვერცერთი განცხადება ვერ ვნახეთ, რომელიც ამბობდეს საწინააღმდეგოს, რომელიც იქნებოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა გადაცემაში NDI-ის კვლევის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგები პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მიმართ იმედგაცრუებას აჩვენებს.

„,მე არ ვუყურებ ამ პარტიულ რეიტინგებს სერიოზულად იმიტომ, რომ იქ გადაუწყვეტლების რიცხვი იმდენად დიდია, რომ ძალიან კარგად გვესმის ყველას, არჩევნების პერიოდში არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება 6% და არც „ქართულ ოცნებას“ 25%.

უფრო მნიშვნელოვანია ზოგადად რა ტენდენციებია და რას აჩვენებს ეს კვლევა. ეს კვლევა აჩვენებს, რომ იმედგაცრუებაა პოლიტიკის და პოლიტიკოსების მიმართ, განსაკუთრებით ოპოზიციის მიმართ, რომელიც ვერ ახერხებს იმაზე საუბარს, რაც ხალხს აწუხებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა