ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები მოითხოვენ, რომ 23-24 თებერვლის სესიაზე რუსეთის დელეგაცია არ იქნას დაშვებული

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 80-ზე მეტი დეპუტატი მოითხოვს, რომ 23-24 თებერვალს დაგეგმილ სესიაზე რუსეთის დელეგაცია არ იქნას დაშვებული. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის სეიმი (პარლამენტი) ავრცელებს.

პოლონეთის სეიმის თანახმად, წერილის ინიციატორები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლონეთისა და ლიეტუვის დელეგაციების ხელმძღვანელები ბარბარა ბარტუსი და ვილია ალეკნაიტე-აბრამიკენე, შესაბამისად. წერილს ასამბლეის 21 ქვეყნიდან 80-ზე მეტმა დელეგატმა მოაწერა ხელი.

წერილი ავსტრიის მთავრობასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარისადმი არის მიმართული, რათა 23-24 თებერვალს ვენაში დაგეგმილ სესიაზე რუსული დელეგაცია არ იქნას დაშვებული.

“რუსული დელეგაციის მონაწილეობა სესიაში, რომელიც უკრაინაში უკანონო, არაპროვოცირებული და დანაშაულებრივი შეჭრის დაწყებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ შედგება, არა მხოლოდ არ მისცემს საერთაშორისო თანამეგობრობას პოზიტიურ სიგნალს, არამედ პროვოკაციადაც შეიძლება იქნას აღქმული. ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას დეზინფორმაციის, "ფეიკ" ამბებისა და სიძულვილის ენის გამავრცელებელ ფორუმად გამოიყენებს. ასე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსული პროპაგანდის გადამცემის როლამდე იქნება დაყვანილი”, - წერია პოლონეთის სეიმის განცხადებაში.

დოკუმენტში დელეგატებმა იმედი გამოთქვეს, რომ რუსები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე არ იქნებიან დაშვებულნი, როგორც ეს წინა ორ სესიაზე მოხდა - წინა წლის 2-4 ივლისს ბირმინგემში და 24-26 ნოემბერს ვარშავაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა