იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალურ პალატასთან სანოტარო საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე სამუშაო შეხვედრა გამართა.
უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, საქართველოს და გერმანიის ნოტარიუსთა პალატების წარმომადგენლებმა იმსჯელებს თემებზე: ნოტარიუსთა პროფესიულ კანონმდებლობაში ცვლილებები, ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის შესრულება, სანოტარო დამოწმებისას ფულის გათეთრების რისკების პრევენცია, რეგიონებში ნოტარიუსების დამაგრება, შშმ პირთათვის სანოტარო მომსახურების გაუმჯობესება.
„გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელმა რიხარდ ბოკმა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარესთან დავით ფუტკარაძესთან და ნოტარიუსებთან, კერძო სამართლის და ნოტარიატის კვლევითი ცენტრის დაფუძნების თემაც განიხილა და ქართულ მხარეს ამ მიმართულებით არსებული გერმანული პრაქტიკა გაუზიარა.
სამუშაო შეხვედრა ქართულ-გერმანული ნოტარიატის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა გერმანელ კოლეგებთან ერთად ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა და ნოტარიუსებმა მიიღეს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.