ვლადიმერ პუტინი - წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით, რომლებზეც ჯვრებია - ვუპასუხებთ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მუქარებზე პასუხისას რუსეთი მხოლოდ ჯავშანტექნიკით არ შემოიფარგლება. ამის შესახებ მან ვოლგოგრადში სტალინგრადის ბრძოლიდან 80 წლის თავზე გამართულ კონცერტზე განაცხადა.

“წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია - ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით, რომლებზეც ჯვრებია”, - თქვა პუტინმა.

პუტინის შეფასებით, გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ ახალ ომში ითრევენ, მაგრამ არ დააკონკრეტა ვინ.

“ვინც გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ ახალ ომში ითრევს და უფრო უპასუხისმგებლოდ აცხადებს ამის შესახებ, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე, მათ, ვისაც ბრძოლის ველზე სურს რუსეთზე გამარჯვების მოპოვება, როგორც ჩანს, არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად სხვანაირი იქნება.

ჩვენ ტანკებს მათ საზღვრებთან არ ვაგზავნით, მაგრამ გვაქვს ის, რითაც ვუპასუხებთ და ეს ჯავშანტექნიკის გამოყენებით არ შემოიფარგლება. ყველას უნდა ესმოდეს ეს”, - დასძინა პუტინმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთს მსოფლიოში “ბევრი მეგობარი ჰყავს”, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა