სანა მარინი - ფინეთი და შვედეთი ნატოში ერთად შევლენ - არ მომწონს, როდესაც შვედეთი კლასის მოუხერხებელი ბავშვივით გამოყავთ

ფინეთი და შვედეთი ნატოში ერთად შევლენ. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა შვედ კოლეგა ულფ კრისტერსონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მკაფიო სიგნალს ვაგზავნით. ფინეთმა და შვედეთმა ერთად გააკეთეს განაცხადები და ყველას ინტერესებშია, რომ ერთად შევიდეთ”, - განაცხადა მარინმა.

მან აღნიშნა, რომ არ მოსწონს დებატები, რომლებშიც შვედეთი პრობლემად განიხილება.

“შვედეთი არ არის პრობლემა. არ მომწონს, როდესაც შვედეთი როგორც კლასის მოუხერხებელი ბავშვი გამოყავთ”, - თქვა მარინმა და აღნიშნა, რომ შვედეთი “ნატოში წევრობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს”.

თავის მხრივ, კრისტერსონმა აღნიშნა, რომ ფინეთმა და შვედეთმა ერთად დაიწყეს ნატოსკენ გზა და ერთად გაივლიან ამ გზას.

“ვაფასებ ძალიან მკაფიო მესიჯებს ფინეთიდან, თქვენგან და პრეზიდენტ საული ნიინისტესგან იმის შესახებ, რომ ამ გზაზე ერთად ვართ”, - დასძინა კრისტერსონმა.

ცნობისთვის, დღეისთვის ნატოს 30 წევრი სახელმწიფოდან ალიანსში ფინეთისა და შვედეთის წევრობის რატიფიცირება მხოლოდ თურქეთმა და უნგრეთმა არ მოახდინეს. ამავდროულად, ბოლო დღეებში ანკარაში არაერთხელ გამოთქმულა აზრი, რომ სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო თურქეთს ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება შვედეთისგან ცალკე შეუძლია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა