ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას მარტში მოამზადებს

ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს.

ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 1 დეკემბრის მოთხოვნით, ვენეციის კომისია მოამზადებს დასკვნას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შესახებ, რომელიც კომისიის 134-ე პლენარულ სხდომაზე (10- 11 მარტი) უნდა წარედგინოს.

მოსაზრება მომზადდება სწრაფი რეაგირების მექანიზმის (QRM) , ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ფარგლებში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი 2022 წლის 1 დეკემბერს გადაუგზავნა. პარლამენტს კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებული აქვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა