თინა ხიდაშელი - ლავროვის განცხადება ორიენტირებულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მოსახლეობაზე: „ხალხო, თუ ასე გაგრძელდება, ნუ გეშინიათ“ - მათ ხელისუფლებასთან ყველაფერი გარკვეული აქვთ

საერთაშორისო პოლიტიკაში დამთხვევები არ ხდება, მით უმეტეს, როდესაც ეს ერთგვარი სერიალის სახეს იღებს - ლავროვის განცხადება ორიენტირებულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მოსახლეობაზე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, ლავროვის განცხადება არ არის ხელისუფლებისკენ მიმართული, რადგან მათთან ყველაფერი გარკვეულია.

„საერთაშორისო პოლიტიკაში დამთხვევები არ ხდება. მით უმეტეს არ ხდება, როდესაც ეს ერთგვარი სერიალის სახეს იღებს, ეს ხომ პირველად არ მომხდა? კრემლის მხრიდან სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ მერამდენეჯერ ხდება ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება? ეს განცხადება ორიენტირებულია ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არ არის არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაკეთებული და მით უმეტეს არ არის ჩვენი ხელისუფლებისთვის გაკეთებული, ჩვენს ხელისუფლებასთან მათ ყველაფერი გარკვეული აქვთ.

ის, რომ ომში არ ჩაგვითრიონ, ჩვენთან ტანკებიდან არ ისვრიან და ეს არის მთავარი მონაპოვარი და ამით იმდენად ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ სხვა არაფერზე ხმას არ უნდა ვიღებდეთ საერთოდ, სხვა პრობლემას არ უნდა ვხედავდეთ, ამაზე შეხმიანებაა ლავროვის მხრიდან და ერთგვარი წინმსწრებად გაკეთებული განცხადებაა, რომ „ხალხო, თუ ასე გაგრძელდება, ნუ გეშინიათ“, ეს არის დამაგრება იმ პროპაგანდის, რასაც ეწევა ხელისუფლება თითქმის ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროდასავლური კომპონენტი გაქრა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერ-მინისტრი.

„ჩემთვის წყალგამყოფი არის გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლა. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლით აბსოლუტურად გაქრა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროდასავლური კომპონენტი, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ეს დასრულდა. გახარია, რა თქმა უნდა, აღარ იყო, მე არ ვენდობი მოსკოვში განათლებამიღებულ ჩემი ასაკის ადამიანებს. დედაჩემის ასაკის ადამიანებს ვენდობი იმიტომ, რომ მათ არჩევანი არ ჰქონდათ.

არასოდეს დამიმალავს მე ჩემი განწყობა მის მიმართ, ის ჩემთვის არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერი, ჩვენ მანამდე ასეთი ღია, რუსულ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკოსი პრემიერად არ გვყოლია. ყველასთვის ცნობილია, რომ თავის დროზე, როდესაც გიორგი გახარია უნდოდა ბატონ ბიძინას საგარეო საქმეთა მინისტრად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო და სანამ ჩვენ კოალიციაში ვიყავით, მან მინისტრის პორტფელი ვერ ჩაიბარა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა