გია ვოლსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც „თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე თავი დაიცვა“, თავს ისე არ დაიზიანებს, რომ ამას ფატალური შედეგი მოჰყვეს

არცერთი ევროპარლამენტარი და ოჯახის წევრი არ გამოჩნდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, ნუ იზიანებ თავს ამ დონეზე - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილი „კაპრიზებით“ მოქმედებს და არ ასრულებს ექიმის დანიშნულებას.

„სააკაშვილს კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული, ყველამ იცის. ამას არ მალავენ და ამბობენ. საჭმელს არ იღებს იმ რაოდენობით და კალორაჟით, რომელიც უნდა მიიღოს. ოჯახს რომ ეკითხები, რატომ არ მოგაქვს კალორაჟით, გეუბნება, რა ვიცი, ვყიდულობ სადღაც და მომაქვს. ადამიანი არათუ საჭმელს არ იღებს, დანიშნულებას არ იღებს, ექსპერტიზაზე უარს აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა ზუსტად შეფასდეს, უფრო მეტიც უარს აცხადებს, ნებისმიერ უცხოელ ექიმზე, რომელსაც ჩვენი სისტემა მიიღებს და მიუჩენს, თუნდაც მკურნალობაში და ექსპერტიზის დონეზე. ახლა ეს ადამიანი არის კაპრიზებით. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოჩნდა, რომელიც მოუწოდებს, არც ოჯახის წევრი, რომ ნუ იზიანებს თავს ამ დონეზე. ვერ ყლაპავს საჭმელს, თორემ როგორ არ შეჭამდაო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მათზე უფრო მეტად მონდმებულია, ვინც სააკაშვილის მეგობრობას იბრალებს.

„ხომ შეიძლება, რომ ვინმე აღმოჩნდეს ისეთი ევროპარლამენტში, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობით მართლა იქნება დაინტერესებული, დელეგაციას გამოგზავნის და ეტყვის, რომ მიიღე ის მკურნალობა, რაც დანიშნული გაქვს. ან სულ ცოტა ექსპერტებს გამოგზავნის. შევთავაზეთ [უცხოელი ექიმები], ოფიციალური განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პასუხი რა არის იცით? მაგნიტსკის სიაში უნდა შეიყვანონ რატი ბრეგაძე, ადამიანი, რომელიც, მე მგონი, ყველა მათგანზე, ვინც სააკაშვილის მეგობრობას იბრალებს, უფრო მეტად მონდომებულია“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც „თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე თავი დაიცვა“ , თავს ისე არ დაიზიანებს, რომ ამას ფატალური შედეგი მოჰყვეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელმაც თავი დაიცვა, როდესაც თვითმფრინავის ხმა გაიგონა, ის თავს ისე არ დაიზიანებს, რომ ამას მოჰყვეს...“,- უპასუხა ვოლსკიმ კითხვაზე, რა მნიშვნელობა აქვს მიხეილ სააკაშვილი თავს იზიანებს, თუ მართლა ცუდად არის, თუ შედეგი იქნება ფატალური.

მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, წამყვანის რეპლიკაზე, "ხომ ვნახეთ, როგორ გამოიყურებოდა", ვოლსკი პასუხობს:

„აბსოლუტურად შესაძლებელია, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ იბანავებს, არ გაიკრიჭავს და არ გაიპარსავს, მუცელს შეწევს და მითუმეტეს თუ რეზექცია აქვს გაკეთებული და წონა აქვს დაკლებული, ბევრი გვინახავს...“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა