გიორგი ვაშაძე - NDI-ის კვლევამ გვაჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ ანტიქართული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პროპაგანდა არ მუშაობს - მოსახლეობის უმეტესობას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია და მიაჩნია, რომ რუსეთი მტერია

NDI-ის კვლევამ ნათლად დაგვანახა, რომ „ქართული ოცნების“ ანტიქართული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პროპაგანდა რეალურად არ მუშაობს - მოსახლეობის უმეტესობას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია და მიაჩნია, რომ რუსეთი მტერია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თმით, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ომი უკრაინაში პუტინის რუსეთმა დაიწყო, რუსეთი არის აგრესორი და უკრაინას მხარს უჭერენ.

ვაშაძის განცხადებით, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპა არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ეს ვერ შეიცვლება.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აშკარა ღალატის გზას დაადგა, მათ ვერ შეძლეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა არჩევანის შეცვლა. უფრო მეტიც, ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა სტაბილურად მაღალია, ხოლო ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა, წინა კვლევასთან შედარებით, კიდევ უფრო გაიზარდა.

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი მტერია. მმართველი ძალის მხრიდან საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, აღნიშნულ საკითხთან მიმართებითაც არ შეცვლილა საზოგადოების დამოკიდებულება, უფრო მეტიც, გამოკითხულთა თითქმის 70% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება საჭიროა. ასევე, გამოკითხულთა 70% აცხადებს, რომ ხელისუფლება ან არაფერს აკეთებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ან რასაც აკეთებს არასაკმარისია.

ეს ყველაფერი ერთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს - მოსახლეობის უმეტესობას სურს ევროკავშირში ინტეგრაცია და მიაჩნია, რომ რუსეთი მტერია. ასევე, თვლიან, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთში ინტეგრაციისთვის ფაქტობრივად არაფერს აკეთებს.

იმისთვის, რომ საზოგადოების ეს განწყობა ოპოზიციური პარტიების რეიტინგში გარდაისახოს, საჭიროა, ჩვენ ადამიანებს მათთვის პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებზე ვესაუბროთ. თითოეულმა ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომლებიც მათ პრობლემებს მოაგვარებს.

კვლევა ასევე მიუთითებს, რომ უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ იმ პრობლემებისა და საკითხების გადაწყვეტას, რაც ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებს. არ უნდა მივცეთ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას შესაძლებლობა, რომ მთავარი საკითხებიდან ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადავიტანოთ,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება