აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - თუ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები განახლდება, კომპანიები შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმასთან” განაცხადა.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ამერიკის დიპლომატიური უწყების თქმით, „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“.

ცნობისთვის, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესაძლებლობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ 19 იანვარს გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს საქართველოს მთავრობა შეაქო იმისთვის, რომ ის დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთზე დაწესებულ სანქციებს. რუსეთთან ფრენების აღდგენის შესაძლებლობას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ ის ამ ინიციატივას არ მიესალმება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება