დევნილ ოჯახებს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადაეცათ

19 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ოთხოთახიანი ბინები მრავალსულიან ოჯახებს გადასცა.

სამინისტროს ცნობით, საცხოვრებელი ფართები დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილა.

სააგენტოს დირექტორის, ირაკლი მხეიძის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია და ორმაგად სასიხარულოა, როცა ბინებს მრავალშვილიანი ოჯახები იღებენ.

„2023 წლიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების ტემპი და მასშტაბი კიდევ უფრო იზრდება. დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს