ოლაფ შოლცი - ომი ნატო-სა და რუსეთს შორის საშინელი მოვლენა იქნებოდა - ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მსგავსი ესკალაცია არ მოხდეს

უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა ვლადიმერ პუტინის მიერ დიდი ხნის წინ იყო ჩაფიქრებული. ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების „საფრთხე“ კრემლისთვის მხოლოდ მიზეზი იყო, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის ქალაქ მარბურგის მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ კიევსა და ბრიუსელს შორის პარტნიორობა კრემლმა გამოიყენა როგორც მიზეზი, რუსეთის ტერიტორიის ძალისმიერი გაფართოების შესახებ დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმის განსახორციელებლად. მისივე განმარტებით, ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა, შესაბამისად უკრაინის პოტენციური წევრობა ალიანსში რუსეთს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.

„არ არის საჭირო თავის მოჩვენება, თითქოს სიტყვები: „ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით“ რამე არგუმენტია“,- განაცხადა კანცლერმა.

ამასთან მან გერმანიის მოსახლეობა დაარწმუნა, რომ ოფიციალური ბერლინი ესკალაციას არ დაუშვებს, რომელიც ომის მთელს კონტინენტზე გავრცელებას გამოიწვევს.

„ომი ნატო-სა და რუსეთს შორის საშინელი მოვლენა იქნებოდა. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მსგავსი ესკალაცია არ მოხდეს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა