ირაკლი კობახიძე - როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს - კატასტროფაა და გამაოგნებელი, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს სააკაშვილისთვის დაბალი კალორაჟის საკვები შეაქვთ

როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას სახელმწიფო ვერ გაჰყვება და მით უმეტეს, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს - გამაოგნებელია, საკუთარი ოჯახის წევრებს სააკაშვილისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის პერიოდში გაცხადებულ თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა, ახლა კი დე-ფაქტო შერჩევით კვებაზე და არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე გადავიდა.

„ეს არის ტრივიალური ჭეშმარიტება, ამის იქით ვერაფერს ვიტყვი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა იზრუნოს პატიმარზე, მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას სახელმწიფო ვერ გაჰყვება და მით უმეტეს, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ჯერ იყო შიმშილობა, ანუ ეს იყო გაცხადებული თვითდაზიანება, შემდეგ ვიღაცამ ურჩია მას ტაქტიკის შეცვლა და ნაცვლად გაცხადებული თვითდაზიანებისა, ის გადავიდა უკვე არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე, დე-ფაქტო შერჩევით კვებაზე. მაშინ გამოაცხადა შიმშილობა და იყო შერჩევით კვებაზე, ახლა აღარ აქვს გამოცხადებული შიმშილობა და მაინც არის შერჩევით კვებაზე. განსაკუთრებით გამაოგნებელი არის ის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა და ბევრ რამეზე მეტყველებს”, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა