ირაკლი კობახიძე რუსეთთან ფრენებზე - რასაც 2019 წელს ცალმხრივი გადაწყვეტილება დასჭირდა, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს - ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის ფრენებთან დაკავშირებით დაწესებული ცალმხრივი სანქცია მოიხსნება, თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე, მისასალმებელი იქნება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

„ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსნას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯონ. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული?! არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა არ არის ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენ ჩვენი განცხადება გავაკეთეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის მარტივი - ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს, საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც, რა თქმა უნდა, დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. შეგახსენებთ, რომ 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუ ისინი ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეებისთვის შეღავათი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არის ცხადი. თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, არის მისი საქმე. თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა, არის მისი საქმე. ჩვენ ჩვენს პოზიციას ყველაფერთან დაკავშირებით ვაფიქსირებთ.

რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს არის დაწესებული სანქცია. თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ "რასაც 2019 წელს დასჭირდა ცალმხრივი გადაწყვეტილება, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია".

„რასაც თავის დროზე, 2019 წელს ცალმხრივი გადაწყვეტილება დასჭირდა, იმას ტანგო არ სჭირდება 2023 წელს. ასევე ცალმხრივი გადაწყვეტილება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ორმხრივ ცეკვაზე საუბარი ზედმეტია. თუ მიღებულია ცალმხრივი გადაწყვეტილება, მათივე გადასაწყვეტია, რას გააკეთებენ ცალმხრივად. ჩვენ ვაფიქსირებთ ერთადერთ პოზიციას-მისასალმებელი იქნება ჩვენი თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე მათი მხრიდან ცალმხრივი სანქციის მოხსნა. ორმხრივი ვერ იქნება ეს გადაწყვეტილება. ეს არის ცალმხრივი სანქცია, რომელიც დაწესდა თავის დროზე და სანქციის მოხსნაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იქნება",- აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო". აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციური სპექტრი, სადაც აღნიშნავდნენ, რომ "საქართველოს ხელისუფლების კეკლუცი რუსეთის ხელისუფლებასთან ძალიან მძიმე იქნება". როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნავენ, "ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი უნდა დაიბლოკოს".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა